შებრაწული პელმენი სოკოს ნაღების სოუსში
პელმენი კლასიკური
8ც
ბეკონის შაშხი ოჯახურად
150გრ
ქამა სოკო
150გრ
მზესუმზირის ზეთი
20გრ
კარაქი
40გრ
თეთრი ხახვი
50გრ
ნიორი
10გრ
პილპილი
3გრ
როზმარინის ტოტი
1ც
ნაღები
150გრ
1
წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და ახალი როზმარინი მოვშუშოთ კარაქში და ზეთში სანამ არ დარბილდება. დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ვშუშოთ სანამ არ დარბილდება. დავუმატოთ ნაღები და ვადუღოთ სანამ არ შესქელდება სოუსი. მოვაყაროთ პილპილი და მარილი.
2
ბეკონის შაშხი დავჭრათ დიდ კუბებად, უცხიმო ცივ ტაფაზე მოვათავსოთ და საშუალო ტემპერატურაზე შევწვათ ყველა მხრიდან, როდესაც დაიბრაწება ამოვიღოთ და იმავე ცხიმში დავბრაწოთ კლასიკური პელმენი, როგორც კი დაიბრაწება, ჩაის ჭიქის მესამედი წყალი დავასხათ და ორთქლზე ვხარშოთ 6-7 წუთი.
3
თეფშზე მოვათავსოთ სოკოს ნაღების სოუსი და ზემოდან დავაწყოთ შებრაწული პელმენი და ბეკონი.