ორაგულის ღვეზელი ფენოვანი ცომით

ატალნტიკური ორაგულის ნაჭრები
200გრ
ფენოვანი ცომი
1კგ
ისპანახი
400გრ
თეთრი ხახვი
150გრ
ნიორი
20გრ
ნაღები
50გრ
ქინძი
20გრ
თხილი
80გრ
კვერცხი
1
არაჟანი
15გრ
დაღერღილი წიწაკა
2გრ
მზესუმზირის ზეთი
30გრ
წითელი პილპილი
2გრ
1
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და საშუალო სიმხურვალეზე გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ დაჭყლეტილ ნიორთან ერთად, სანამ არ დაკარამელიზირდება. შემდგომ გადმოვიტანოთ ხახვის მასა ცალკე და იმავე ტაფაში მოვშუშოთ ისპანახი სანამ არ დარბილდება.
2
დავუმატოთ მოშუშული ხახვი, ნაღები, მარილი, წითელი პილპილი, დაღერღილი წიწაკა და მოხალული დაღერღილი თხილი. ვშუშოთ სანამ მასა არ შეიწოვს ნაღებს. მოშუშვის შემდგომ უხეშად გავაკეპოთ ისპანახი და გავაგრილოთ.
3
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ სასურველი ფორმა. გულსართად ისპანახის მასა და ოკეანის ორაგულის ნაჭრები მოვათავსოთ, შევკრათ ფორმა და კვერცხში გათქვეფილი არაჟნის მასა გადავუსვათ. 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში.