ორაგულის სევიჩე

ატლანტიკური ორაგულის სტეიკი
70გრ
ტოსტის პური
2
ლიმონის წვენი
40მლ
ლაიმის წვენი
30მლ
ავოკადო
70გრ
კიტრი
70გრ
წითელი ხახვი
40გრ
რუკოლა
30გრ
ზეითუნის ზეთი
20გრ
შავი პილპილი
2გრ
მარილი
4გრ
1
ორაგულის სტეიკი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად და იმავე ზომაზე დავჭრათ ავოკადო, კიტრი და წითელი ხახვი.
2
გადავიტანოთ ჯამში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ლაიმის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად გადავურიოთ. დავაყოვნოთ 5-10 წუთი, რათა ლიმონის და ლაიმის წვენმა შეძლოს ორაგულის მოთუთქვა.
3
ტოსტის პური გავხუხოთ,დავაწოთ რუკოლა და ზემოდან სევიჩე.