სოსისი ცომში გამომცხვარი, პომიდვრის სოუსით

სოსისი ჰოლანდიური ყველით
2
ფენოვანი ცომი
400გრ
მთლიანი პომიდვრის კონსერვი
300გრ
წითელი ბულგარული
100გრ
ორეგანო
5გრ
მარილი
5გრ
პილპილი
2გრ
ნიორი
5გრ
კვერცხი
1
არაჟანი
15გრ
1
წითელი ბულგარული მოვატაროთ გაზზე მანამ სანამ კანი არ გაუშავდება და დაიწვება. შევახვიოთ ფოლგაში და ღუმელში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30 წუთით. როცა გამოცხვება ქაღალდის ხელსახოცით გავასუფთაოთ დამწვარი კანისგან, გავჭრათ და შიდა ნაწილებიც გავასუფთაოთ, გადავიტანოთ ბლენდერში და დავუმატოთ: მთლიანი პომიდვრის კონსერვი, ორეგანო, მარილი, პილპილი, ნიორი და დავაბლენდეროთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
2
სოსისი გადავახვიოთ ფენოვან ცომში, ზემოდან გადავუსვათ კვერცხში გათქვეფილი არაჟანი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ 20-25 წუთის განმავლობაში.