ლობიანი ორნაირი შაშხით
ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი
500გრ
ღორის შაშხი პაპრიკით
100გრ
დაკეპილი შაშხი დედაქალაქური
100გრ
წითელი ლობიო მშრალი
100გრ
თეთრი ლობიო მშრალი
100გრ
თეთრი ხახვი
100გრ
ნიორი
10გრ
ერბო
40გრ
მარილი
5გრ
პილპილი
2გრ
კვერცხი
1ც
არაჟანი
10გრ
მწვანილების მიქსი
10გრ
წითელი ხახვი
5გრ
მომზადების წესი
1
ლობიო მოვხარშოთ ისე,რომ ხარშვისას ორჯერ გამოვუცვალოთ წყალი. სანამ იხარშება წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვდაღოთ ერბოში ისე რომ არ დაგვეწვას.
2
ლობიო გამოვატაროთ ხორცსაკეპ აპარატში და გადავურიოთ მოდაღული ხახვი ცხიმიანად. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ იმგვარად რომ თხელი ბორტები ქონდეს ირგვლივ, მოვათავსოთ ლობიოს მასა გულსართში და ფენოვან ცომს გადავუსვათ კვერცხიანი და არაჟნიანი მასა. გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
3
გამოცხობის შემდგომ ორივე სახეობის შაშხის თხელი ნაჭრები დავძენძოთ და მოვათავსოთ ლობიანზე.