პომიდვრის და ყველის სოუსში გამომცხვარი პელმენი და სარდელი
ინგრედიენტები
პელმენი კლასიკური
10ც
მთავარსარდელი
2ც
მთლიანი პომიდვრის კონსერვი
400გრ
თეთრი ხახვი
100გრ
ნიორი
15გრ
ზეითუნის ზეთი
60გრ
ტომატ პასტა
50გრ
ბაზილიკი
5გრ
მარილი
5გრ
პილპილი
2გრ
შაქარი
30გრ
ორეგანო
5გრ
სარდელი
2ც
ახალი მოცარელა
100გრ
ქათმის ბულიონი
150გრ
მომზადების წესი
1
საშუალოდ ღრმა ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და საშუალო სიმხურვალეზე გავაცხელოთ. დავამატოთ თხლად დაჭრილი ნიორი და მოვშუშოთ 15–20 წამის განმავლობაში. შემდეგ ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი და ვშუშოთ, სანამ ნახევრად გამჭვირვალე გახდება.
2
დავამატოთ მთლიანი პომიდვრის კონსერვი, ტომატ პასტა და ქათმის ბულიონი. წამოვადუღოთ და ხის კოვზით უხეშად დავჭყლიტოთ პომიდვრები. შევაზავოთ მარილითა და სასურველი სუნელებით. მჟავიანობის დასაბალანსებლად დავუმატოთ ცოტა რაოდენობით შაქარი
3
ცალკე ტაფაში დავასხათ ზეითუნის ზეთი და მაღალ ტემპერატურაზე გავაცხელოთ. მედალიონებად დაჭრილი სარდელი და პელმენი ჩავაყაროთ ცხიმში და შევბრაწოთ ოქროსფრად. შემდეგ, საცხობ დაფაზე, შუაში მოვათავსოთ შებრაწული სარდელი და პელმენი, ზემოდან მოვასხათ პომიდვრის სოუსი და უხეშად დავაძენძოთ ახალი მოცარელა.
4
შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 15–20 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი კარგად არ დადნება და ზედაპირი არ მოიბრაწება.