ორაგულის სალათი შაშხით
ინგრედიენტები
ატლანტიკური ორაგულის სტეიკი
100გრ
კრუსუნა კრუასანი
1ც
ღორის კისრის შაშხი
100გრ
კიტრი
50გრ
ანანასი
50გრ
მწვანე ვაშლი
50გრ
კეფირი
50გრ
ავოკადო
40გრ
რუკოლა
30გრ
თეთრი ღვინის ძმარი
10გრ
ლიმონის წვენი
10გრ
მდოგვის პუდრი
5გრ
მარილი
5გრ
ორეგანო
5გრ
მომზადების წესი
1
გამომცხვარი კრუასანი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვაყაროთ ორეგანო, ზეითუნის ზეთი და ღუმელში გამოვაცხოთ 10-15 წუთი 180 გრადუსზე.
2
კეფირი ავოკადოსთან ერთად ჩავაბლენდეროთ, დავამატოთ ლიმონის წვენი, ღვინის ძმარი, მდოგვის პუდრი და მარილი. ცალკე კუბებად დავჭრათ ორაგული, კიტრი, ანანასი, მწვანე ვაშლი და ღორის კისრის შაშხი. მიღებული ინგრედიენტები გადავურიოთ კეფირის დრესინგში.
3
თეფშზე მოვათავსოთ რუკოლა,შეზავებული სალათის მასა და კრუასანის კრუტონები.