სოსისი და შაშხი კარტოფილით

ინგრედიენტები

სოსისი ჰოლანდიური ყველით
2
დაკეპილი შაშხი დედაქალაქური
100გრ
არაჟანი
150გრ
კარტოფილი
200გრ
კარაქი
30გრ
სახამებელი
20გრ
თეთრი ხახვი
50გრ
ნიორი
5გრ
მზესუმზირის ზეთი
100გრ
ქინძი
50გრ

მომზადების წესი

1
არაჟანი მოვათავსოთ ერთჯერად ქუდში (მარლა), დავკიდოთ მაცივარში რათა გაიწუროს, დავაყოვნოთ მინიმუმ 3 საათი ან სასურველია მთელი ღამით.
2
თეთრი ხახვი და ნიორი მოვდაღოთ კარაქში, დაბალ ტემპერატურაზე. შემდგომ გავასუფთავოთ კარტოფილი, მოვხარშოთ, სანამ ცხელია ჩავზილოთ და დავუმატოთ კარტოფილის მასას სახამებელთან ერთად, გადავზილოთ კარგად სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. კარტოფილის შუაში მოვაქციოთ სოსისი ჰოლანდიური ყველით, მრგვალი ფორმა მივცეთ და წინასწარ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შევდოთ 15 წუთით სანამ არ დაიბრაწება.
3
სქლად დაჭრილი შაშხის ნაჭრები მოვბრაწოთ ზეთში. ქინძი და 100გრ მზესუმზირის ზეთი მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ 5-7 წუთის განმავლობაში, შემდგომ მარლაში გადავწუროთ რათა მივიღოთ არომატული ქინძის მწვანე ზეთი.
4
თეფშზე გადავიტანოთ გამომცხვარი კარტოფილები სოსისით და შებრაწული შაშხი, გაწურული არაჟანი და ქინძის ზეთი მოვასხათ.