ჩვენ შესახებ
მარშე 2012 წლიდან იკავებს ერთ-ერთი ლიდერი ბრენდის პოზიციას ქართულ ბაზარზე, როგორც B2B, ისე საცალო მიმართულებით. წლების მანძილზე მარშემ გააფართოვა ასორტიმენტი, დაამატა ახალი კატეგორიები და მოიპოვა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პარტნიორების ნდობა. ბრენდი მუდმივად ვითარდება, ყოველ ეტაპზე მიჰყვება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სტანდარტებს და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ჯადოსნური სუფრის მთავარი საიდუმლოა.
მარშეს მრავალფეროვანი ასორტიმენტი ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ხორცპროდუქტებს, თევზეულს, ნახევარფაბრიკატებსა და პურ-ფუნთუშეულს.
ხორცპროდუქტების უმეტესობა ხელნაკეთია, ხოლო სანელებლები შერჩეულია უმაღლესი ხარისხის ავსტრიული წარმოებიდან, რაც გემოს სიღრმესა და დახვეწილობას აძლევს.
ჩვენი თევზეული გამოირჩევა იმ არომატით, რომელიც ბუნებრივად იქმნება წიფლის ნახერხზე შებოლვის პროცესში, სწორედ ეს პროცესი ქმნის იმ გემოს, რომელიც მომხმარებელს დიდი ხნით ამახსოვრდება.
ნახევარფაბრიკატები და პურ-ფუნთუშეული მზადდება პრემიუმ ხარისხის ფქვილითა და ცხიმებით, მათ შორის ირლანდიური კარაქით, რაც ცომეულს ნატიფ, მსუყე ტექსტურასა და დაუვიწყარ არომატს ანიჭებს.
მარშე არის გემოების სინთეზი, მრავალფეროვანი, ერთმანეთთან შერწყმული ასორტიმენტი, რომელიც ქმნის ჯადოსნურ სუფრას.



სერთიფიკატები
ჩვენი საწარმო სერტიფიცირებულია FSSC 22000-ის საერთაშორისო სტანდარტით, რაც ნიშნავს, რომ წარმოების ყოველი ნაბიჯი გამჭვირვალე, უსაფრთხო და გლობალურ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.
სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოს კვარტალში ერთხელ ამოწმებს, რაც პროცესის სტაბილურობასა და სანდოობას აძლიერებს.
ჩვენი ხარისხი აღიარებულია საერთაშორიო ბრენდების მიერაც: Wendy’s და KFC ყოველწლიურად ატარებენ აუდიტს მარშეს საწარმოში, რათა დარწმუნდნენ, რომ პროდუქტი მათ გლობალურ სტანდარტებს შეესაბამება.














