შემწვარი სოსისი და პელმენი ბულგარულით
პელმენი კლასიკური
10ც
სოსისი ფრანკფურტერი
3ც
მწვანე ბულგარული
100გრ
წითელი ბულგარული
100გრ
კიტრის პიკული
40გრ
სოიოს სოუსი
70მლ
სიმინდის სახამებელი
30გრ
ყავისფერი შაქარი
40გრ
თაფლი
15გრ
ჯინჯერის პუდრი
10გრ
ნიორის პუდრი
10გრ
სეზამის ზეთი
30გრ
სეზამის მარცვალი
5გრ
1
ტერიაკის სოუსისთვის: სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, თაფლი, ჯინჯერის პუდრი, ნივრის პუდრი - მოვათავსოთ ქვაბში და წამოვადუღოთ. ცალკე პატარა ჯამში სახამებელს დავასხათ ცოტა წყალი და დავუმატოთ სოიოს მასას შესასქელებლად.
2
პატარა სეგმენტებად დაჭრილი სოსისი და პელმენი მოვბრაწოთ კარგად გაცხელებულ სეზამის ზეთიან ტაფაზე, როდესაც დაიბრაწება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარულები.
3
ბულგარულიც რომ მოიშუშება დავუმატოთ ტერიაკის სოუსი და ვშუშოთ სანამ პელმენი არ მოიხარშება. გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ კიტრის პიკული და სეზამის მარცვლები.