სარდელის და ორაგულის გალეტი
ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი
500გრ
ატალნტიკური ორაგულის ნაჭრები
100გრ
მთავარსარდელი
2ც
კაპერსი
30გრ
წითელი ხახვი
10 გრ
მთლიანი პომიდვრის კონსერვი
400გრ
თეთრი ხახვი
100გრ
ნიორი
15გრ
ზეითუნის ზეთი
60გრ
ტომატ პასტა
50გრ
ბაზილიკი
5გრ
მარილი
5გრ
პილპილი
2გრ
შაქარი
30გრ
ორეგანო
5გრ
კვერცხი
1ც
არაჟანი
10გრ
მომზადების წესი
1
საშუალოდ ღრმა ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, საშუალო სიმხურვალეზე გავაცხელოთ და თხლად დაჭრილი ნიორი მოვშუშოთ 15-20 წამის განმავლობაში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი და ვშუშოთ, სანამ ხახვი ნახევრად გამჭირვალე არ გახდება.
2
დავუმატოთ მთლიანი პომიდვრის კონსერვი, ტომატ პასტა და ქათმის ბულიონი. წამოვადუღოთ და ხის კოვზით უხეშად ჩავჭყლითოთ პომიდვრები, შევასუნელოთ და დავუმატოთ მარილით და შაქარი მჟავიანობის დასაბალანსებლად.
3
აუცილებელია მრგვალი ფორმა ჰქონდეს. წავუსვათ პომიდვრის სოუსი, გადავანაწილოთ მედალიონებად დაჭრილი სარდელი და გვერდები გადმოვუკეცოთ. ცომს გადავუსვათ კვერცხში გათქვეფილი არაჟანი და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. როცა გამოცხვება ზემოდან მოვათავსოთ, კაპრესი, წითელი ხახვი და ოკეანის ორაგულის ნაჭრები.