შებრაწული პელმენი და სოსისი ჩიმიჩურის სოუსით
ინგრედიენტები
სოსისი ჰოლანდიური ყველით
2ც
პელმენი კარტოფილით
8ც
ქინძი
50გრ
ოხრახუში
50გრ
ლიმონის წვენი
30გრ
ლაიმის წვენი
30გრ
ზეითუნის ზეთი
60გრ
მწვანე წიწაკა
10გრ
მარილი
5გრ
პილპილი
2გრ
კიტრი
100გრ
ერბო
40გრ
მომზადების წესი
1
ჩიმიჩურის მოსამზადებლად ჩოპერში მოვათავსოთ - ქინძი, ოხრახუში, ლიმონის და ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, მწვანე წიწაკა, მარილი, პილპილი და დავაჩოპეროთ.
2
კარტოფილის პელმენი და სოსისი ჰოლანდიური ყველით მოვბრაწოთ ერბოში. სოსისი ამოვალაგოთ და ორი სამი კოვზი წყალი დავასხათ პელმენს და თავზე დავახუროთ, რომ პელმენი ბოლომდე დამუშავდეს თერმულად, გამოვრთოთ ცეცხლი და გადავურიოთ სოუსი და თხლად დაჭრილი კიტრი. გადავიტანოთ სერვირების თეფშზე და ზემოდან მოვალაგოთ სოსისი.