მარშე ბიზნესისთვის

მარშე წლებია წარმოადგენს სანდო პარტნიორს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბიზნესებისთვის. ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა სასტუმროების, ადგილობრივი კერძო სკოლებისა და გლობალური ბრენდების მენიუებში.

საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ვქმნით მათთვის საჭირო პროდუქტებს, ხოლო ხარისხი რეგულარულად მოწმდება, როგორც ლოკალურად, ისე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით.

მარშეს უნიკალურობას ქმნის ჩვენი ასორტიმენტის სინთეზი: მრავალფეროვანი კატეგორიები, ჰარმონიულად შერწყმული გემოები და პროდუქციის ფართო არჩევანი, რომელიც მარტივად ერგება ნებისმიერ სამზარეულოს.

ჩვენი მიზანია პარტნიორებს შევუქმნათ შესაძლებლობა მიიღონ მადისაღმძვრელი, სტაბილური და ზედმეტად კარგი შედეგი ყოველდღიურად.

მარშე ბიზნესს სთავაზობს როგორც მზა და ნახევრად მზა პროდუქტებს, ასევე კონკრეტული კომპანიების საჭიროებებზე მორგებულ მენიუებს. პროდუქტები შესაძლებელია შეიქმნას თქვენი ბრენდის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა ფორმატსა და სტილში.

მარშესთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ თქვენს მენიუში გაჩნდება გემო, რომელიც სტუმარს მრავალფეროვნებითა და გემოების სინთეზით დაამახსოვრდება.

ჩვენი პარტნიორები

იხილეთ ჩვენი B2B კატალოგი