ნახევარფაბრიკატები

მარშეს ნახევარფაბრიკატები მზადდება პრემიუმ ხარისხის ხორცით, ყველითა და სხვა ნედლეულებით, რაც პელმენებს, ხინკლსა და ბლინებს ნამდვილ სახლურ გემოს ანიჭებს.

პროდუქციის ნაწილი ხელნაკეთია, რის გამოც თითოეული მათგანი უფრო უნიკალური და დახვეწილი ხდება. მთლიანი ასორტიმენტი მზადდება სოიოსა და კონსერვანტების გარეშე, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით.